воскресенье, 19 июня 2011 г.
суббота, 18 июня 2011 г.
შერონ სტოუნი თბილისში
შერონ სტოუნი თბილისშია. ჰოლივუდის ვარსკვლავის თვითმფრინავი საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა. მსახიობი საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვიდა. სტოუნი განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილი გასასვლელიდან გამოვიდა და მანქანების ესკორტით ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. აეროპორტიდან სტუმარი პირდაპირ სასტუმრო "რედისონში" მივიდა, სადაც ის სავარაუდოდ 2 დღეს იცხოვრებს. ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ნომერი ზედა სართულზეა შერჩეული, საიდანაც თბილისის ღირსშესანიშნაობები ჩანს. შერონ სტოუნი ხვალ რენი ჰარლინის "აგვისტოს 5 დღის" ქართულ პრემიერას დაესწრება. ჰოლივუდური ბლოკ-ბასტერის ნახვის სურვილი მსახიობმა თავად გამოთქვა.
Подписаться на:
Комментарии (Atom)

